ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე პოლიტიკოსების უპრეცენდენტო რაოდენობაა ჩამოსული

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე მიმდინარე განმეორებითი კენჭისყრა პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია. დღეს აქ მათი უპრეცენდენტო რაოდენობაა ჩამოსული, მათ შორის არიან ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე, მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, არჩილ თალაკვაძე და სხვები.
,,ჩვენი აქ ყოფნის მიზანია უშუალოდ დავაკვირდეთ სიტუაციას და ჩვენი აქ ყოფნით ხელი შევუწყოთ დარღვევებისა და გართულებების პრევენციას.” – აცხადებენ ისინი.
კითხვაზე, ხომ არ წარმოადგენს მათი ყოფნა საარჩევნო უბნებზე არაპირდაპირი აგიტაციის ფორმას, ისინი პასუხობენ, რომ რა თქმა უნდა თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად არიან ჩამოსული, მაგრამ აქ ახლა კამპანიას არ ეწევიან.
,,უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა“.- აცხადებს მანანა კობახიძე.
განმუხურის უბანზე მყოფი ნიკა მელია ჟურნალისტებს კომენტარებს დღის ბოლოსთვის პირდება, როცა მეტნაკლებად გამოიკვეთება არჩევნების მიმდინარეობის შუქ-ჩრდილები.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად გიორგი ტუღუში იმყოფება
შემდეგი სტატიაცესკო: 48-ე საარჩევნო უბანზე პროცესების შეფერხება დამკვირვებლებისა და უფლებამოსილი პირების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია