“ჯიბლიბო ამოგივათ თვალზე ან ცხვირი გაგეზრდებათ” – ლორთქიფანიძე-მეჭიაური ,,ნაცმოძრაობას“

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ. განხილვისას საკუთარი შენიშვნები წარმოადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უმცირესობა პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს.
„ჰაერზე რომ ვლაპარაკობდეთ ვიტყოდით, რომ 300 ლარიანი პენსია გააკეთეთო. კონკრეტულად არის დათვლილი ის, რაც მოემატა ამ ხელისუფლებას ხელფასებზე და დანამატებზე, ეს უნდა გამოიყენოთ სწორედ და გამოიყენოთ პენსიის ზრდისთვის. ეს არის სიმართლე“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

დეპუტატის განცხადებას დავით ლორთქიფანიძე გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილში დაადანაშაულა.

„ბავშვებს ეუბნებოდნენ პატარაობისას, რომ ტყუილს თუ იტყვი ჯიბლიბო გამოგივა თვალზეო და გაგიჩნდებათ ეს ჯიბლიბოები და ვეღარ გამოიხედებით საერთოდ,“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

აღნიშნული საპასუხოდ კომენტარი მეჭიაურმაც გააკეთა – „ან ცხვირი გაგეზრდებათო…“.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3937 ლარი გახდა