ჯგუფი Radiohead-ი ინტერნეტიდან გაქრა

ჯგუფი Radiohead-ი ინტერნეტიდან გაქრა

raბრიტანული Radiohead-ის ოფიციალური კვალი ინტერნეტში გაქრა. „ფეისბუქზე“, „ტვიტერზე“ და ჯგუფის ოფიციალური საიტიდან radiohead.com აბსოლუტურად ყველა კონტენტი გაუქმებულია.
ცარიელია, ასევე radiohead-ის სოლისტის ტომ იორკის “ტვიტერი“, ასევე ჯგუფის გვერდი Google Plus-ზე.
ჯგუფს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ინტერნეტ მომხმარებლების თქმით, თვითწაშლა ინტერნეტიდან, შესაძლებელია ჯგუფის ახალი ალბომის რეკლამის ნაწილი იყოს.
ბოლო ორი ალბომი In Rainbows და King of Limbs ანონსის გარეშე იქნა გამოშვებული. თუმცა, რელიზამდე ჯგუფმა ანალოგიური სახელებით იურიდიული ფორმები დაარეგისტრირა.
2016 წლის იანვარში ჯგუფმა კიდევ ორი ფირმა Dawn Chorus LLP და Dawnchoruss Ltd დაარეგისტრირეს.
ხმები იმის შესახებ, რომ „რედიოჰედი“ 2016 წლის პირველ ნახევარში ალბომს გამოუშვებს, დიდი ხანია დადის.

banner
წინა სტატიაშიკენიაში დაახლოებით 100 ტონა სპილოს ძვალი დაწვეს
შემდეგი სტატიაობამამ სამომავლო გეგმებზე სახუმარო ვიდეო-რგოლი გადაიღო