“ჯგუფი იმუქრება რომ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს” – ნაცვლიშვილი ფაშისტური ჯგუფის წარმომავლობის შესწავლას ითხოვს

რუსთაველის გამზრიზე 13 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კითხვები აქვს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სახელმიწფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროებს პასუხის გაცემას არის კითხვა ახალი ჯგუფების შესახებ არასპონტანური ჯგუფი იმუქრება რომ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ამიტომ ამ ჯგუფის წარმომავლობა, მიზნები და შესაბამისობა ამ ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონთან არის შესასწავლი“-ამბობს ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშირომის ლა საპიენცას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა