ჯგალის ავარიისას დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, ორ ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთი პირი, ზვიად ჩალიგავა ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანეს. “თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მეორე დაშავებული პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მკვიდრია, ასევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პრინცი, რომელიც შაბათ-კვირას ციხიდან გამოუშვეს, სასტუმროს სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისში ბაზრობა თერგი იწვის