“ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ” – გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამას გამოძიებასთან ამ ეტაპზე კითხვები აღარ აქვს

”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ, რომელიც სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. უწყების დატოვების შემდეგ თქვა, რომ “გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს”.
მისი თქმით, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების კითხვები მისი მეორე შვილის ადგილსამყოფელს შეეხებოდა.
”მკითხეს რა ვიცი ჩემს მეორე შვილზე. ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი ასევე იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ”, – განაცხადა რომან შენგელიამ.

რაც შეეხება საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის გამოძიების მიმდინარეობას დაელოდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : სასამართლო არის ივანიშვილ-მურუსიძის საინკვიზიციო კანტორა
შემდეგი სტატიაცაგარეიშვილს 15 პარტია აქვს გამოცვლილი, მოღალატეა…ჩემს კოორდინატორებსაც სთავაზობდა ფულს-ნათელაშვილი