ჯეკი ჩანმა თავისი ლესბოსელი ქალიშვილი სახლიდან გააგდო (ვიდეო)

ჰონკონგოელი მსახიობის ჯეკი ჩანის ქალიშვილმა ეტა ი ჩჟოლინმა განაცხადა, რომ ის მამამ სახლიდან გააგდო – “იუთუბზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს. მისი თქმით, ის ქუჩაში აღმოჩნდა კანადელ მოდელ ენდი ოტომთან რომანის გამო. “ჩვენ ერთი თვე ხიდის ქვეშ გვეძინა მშობლების ჰომოფობიის გამო” – 18 წლის ჩჟოლინმა თქვა. ოტომ დაამატა, რომ ისინი თავიანთ ნაცნობებს სთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ ვერავინ დაეხმარა. ჩჟოლინმა ასევე თქვა, რომ მათ პოლიციას მიმართეს, საავადმყოფოებს, ლგბტ-თემს, მაგრამ “ყველას ფეხებზე კიდია მათი პრობლემა”.
როგორც The Economic Times-ი წერს, ეტა ი ჩჟოლინის დედამ წყვილს სამსახურის შოვნა ურჩია და “არა მიმართვების ჩაწერა და მოყოლა, ვინ არის მისი მამა და იმაზე გათვლა, რომ “იუთუბოდან” იოლ ფულს აიღებენ”. ეტა ი ჩჟოლინმა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე 2017 წელს განაცხადა. მაშინ მან ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “თუკი ვინმე ვერ მიხვდა, მე ლესბოსელი ვარ”.

https://www.youtube.com/watch?v=JldGE4hxYk8

banner
წინა სტატიაშისომხეთში პოლიციის პოლკოვნიკი ბანკის დაყაჩაღებისას დააკავეს
შემდეგი სტატიაპაშინიანი ისევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია