ჯეკ რობერტსონი: რუსეთის სპორტსმენების 99 % დოპინგს იყენებს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილმა გამომძიებელმა ჯეკ რობერტსონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის ნაკრების ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ დაშვების თაობაზე არის ძალიან “რბილი” სასჯელი. ასე რომ, ამიტომ მსოფლიოს “სუფთა” სპორტსმენებს კვლავ მოუხდებათ შეჯიბრება მათთან, ვინც დოპინგს იყენებდა. ამის შესახებ იგი წერს პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი ” The New York Times”-ი აქვეყნებს.
“გამოძიების შედეგად დავადგინეთ, რომ რუსეთის სპორტსმენების 99 % დოპინგს იყენებს. როგორც კი სპორტსმენი ნაკრებში მოხვდება, მას სხვა არჩევანი უკვე არ გააჩნია – ან დოპინგი ან კარიერის დასასრული”,- წერს რობერტსონი.

banner
წინა სტატიაშიპირველმა არხმა ევროპის ბიურო დახურა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა ახალი ბლინდაჟები განთავსდა (ვიდეო)