ჯეჯელავა: ყველამ იცის პრეზიდენტი რაზე ილაპარაკებს, როგორც ჩანს, ეს გამოსვლა სადღაც წაიკითხეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, როგორ ჩანს, ყველამ იცის, პრეზიდენტი რაზე ილაპარაკებს.

როგორც ჟურნალისტებს ჯეჯელავამ განუცხადა, ამ თემებზე საუბრობენ ექსპერტები და მედია.

„როგორც ჩანს, ეს გამოსვლა სადღაც წაიკითხეს. სამწუხაროდ, ამის საშუალება ჩვენ არ გვქონია. რა თემებმაც არ უნდა იყოს, ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ის სისტემა ჩვენ ავაშენეთ, სადაც აზრთა სხვდასხვაობა და პოლიტიკური დისკუსია უკეთეს ევროპულ საქართველომდე მიგვიყვანს. წინა პრეზიდენტის პირობებში შესაძლებლობა ვერ გვექნებოდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში კრიტიკული და საინტერესო ყოფილიყო“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ წირვის დროს ბავშვები დალოცა
შემდეგი სტატიასარფში თურქ მებაჟეს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ