ჯეჯელავა ახალ მინისტრს რჩევებს აძლევს

ალექსანდრე ჯეჯელავამ უწყება ახალ მინისტრს გადააბარა და რამდენიმე რჩევაც მისცა. ჯეჯელავას თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სოფლის და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა, ხოლო მეორე გამოწვევას წარმოადგენს პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ნაკლებობა.

“მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები.
მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯია საკრებულოში ჩოხით მივიდა
შემდეგი სტატია“ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე” – ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის