ჯეიმს ბონდზე ახალ ფილმს დენი ბოილი გადაიღებს

ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმს ბრიტანელი კინემატოგრაფი, “ოსკარის” ლაურეატი დენი ბოილი გადაიღებს. მთავარს როლს კი უკვე მეხუთეჯერ დენიელ კრეიგი ითამაშებს.
ბოილის აღიარება მოუტანა ფილმმა “ნემსზე”, სადაც შოტლანდიელ ნარკომანებზეა მოთხრობილი. ის არის, ასევე Slumdog Millionaire-ს რეჟისორი, რომელიც 2009 წელს “ოსკარით” დაჯილდოვდა. დენი ბოილი, ასევე ლონდონის ოლიმპიადა-2012-ის გახსნის ცერემონიის დამდგმელი იყო.
ფრანშიზას ახალი ნაწილის ორიგინალურ სცენარს ჯონ ხოჯი დაწერს, რომელიც უკვე მუშაობდა ფილმზე “ნემსზე” – “ბიბისი” წერს.
.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ყაჩაღობა ზუგდიდში
შემდეგი სტატიატრამპი: კიმთან სამიტი შესაძლებელია 12 ივნისს შედგეს