ჯეიმს აპატურაი: ნატო შეშფოთებულია საქართველოში მომხდარი ძალადობრივი ქმედებებით

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას ეხმაურება. როგორც აპატურაი ფეისბუქზე წერს, ნატო შეშფოთებულია ამ ძალადობრივი ქმედებებით და საქართველოს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, უმაღლესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად:

“ნატო შეშფოთებულია იმ ძალადობრივი ქმედებებით, რომელსაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ქონდა ადგილი, სულ ცოტა ხნის წინ აფეთქდა კანდიდატის ავტომანქანა. საარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში, უმაღლესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.”- წერს ჯეიმს აპატურაი.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისის ცენტრში 4 ოქტომბერს აფეთქდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა მთავარ კორუფციონერად პოროშენკო დაასახელეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს