ჯეიმს აპატურაი “ნატო-საქართველო 2016“-ის დაწყებას მიესალმება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი “ნატო-საქართველო 2016“-ის დაწყებას მიესალმება.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, „ნატო-საქართველოს 2016“-ის დაწყება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მხრიდან ნატო-სკენ.

„ეს არის საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც შემდგომში ძლიერი თავდაცვისადმი, ასევე ნატო-ს ოპერაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა. ეს ასევე ასახავს ალიანსის მხარდაჭერას, დაეხმაროს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში და ჩვენი ძალების ერთობლივ მომზადებაში”, – განაცხადა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ვალდებულები ვართ შევიდეთ პარლამენტში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა