ჯეიმს აპატურაი: MAP-ზე უფრო მნიშვნელოვანია, მეტი ნატო საქართველოში

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაი თბილისშია.

მის მიერ თბილისში დაგეგმილი შევხედრის შესახებ ინფორმაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაანონსა.

კერძოდ, აპატურაი ევროინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძეს შეხვდება.

ცნობისათვის, 24-25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ჩატარდება.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა “The Tigers” ჩვენება.

კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან და მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატო-ს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა – შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 2.1459 ლარი იქნება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა