ჯებ ბუში ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

აშშ-ს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა, რესპუბლიკელმა ჯებ ბუშმა, ოჯახთან ერთად უარი განაცხადა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე წასვლაზე – ავრცელებს The Daily Caller-ი  და აზუსტებს, რომ უკანასკნელად ჯებ ბუში ინაუგურაციაზე 1980 წელს იყო, რონალდ რეიგანის დროს, როცა მისი მამა, ჯორჯ ბუში ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ ჯორჯ ბუში-უმცროსი და მისი მეუღლე, ასევე კლინტონები 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციაზე გამოცხადდებიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსული პროვოკაციების საპასუხოდ 3,4 მილიარდ დოლარს დახარჯავს
შემდეგი სტატიაკოტ-დ’ივუარის სამ ქალაქში შეიარაღებული ამბოხება დაიწყო