ჯებ ბუში საპრეზიდენტო მარათონიდან გავიდა

ფლორიდას ყოფილმა გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს – “ასოსეითედ პრესი” წერს.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელების კენჭისყრის შემდეგ განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, ის ამაყია მის მიერ გაწეული კამპანიით და დაამატა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მარათონში მონაწილეობდა იმის გამო, რომ ქვეყნის გაერთიანება სურდა.
სამხრეთ კაროლინაში პრაიმერიზი დონალდ ტრამპმა მოიგო. მეორე ადგილისთვის იბრძვიან ტეხასის სენატორი ტედ კრუზი და ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, რომლებიც, ფაქტობრივად ერთ პოზიციაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ივნისში დემოკრატები და რესპუბლიკელები ეროვნულ კონვენტს ჩაატარებენ, სადაც აირჩევენ პარტიულ კანდიდატებს, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში გენშტაბის ახალი მეთაური გამოჩნდა
შემდეგი სტატიაკერმა სირიის საკითხში ლავროვის თანხმობაზე განცხადება