ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ფასი 100-დან 250 ლარამდე მერყეობს

შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 100-დან 250 ლარამდე მერყეობს.

ბილეთები ონლაინ ვებგვერდზე – www.tkt.ge იყიდება. ბილეთების “თიბისი სტატუს” და პრაიმ ბარათებით შეძენისას ექსკლუზიური ფასი მოქმედებს.

ამასთანავე, წელს პირველად, „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს ბილეთების დაზღვევის ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. დაზღვევის შეძენა ბილეთის ონლაინ ყიდვისას არის შესაძლებელი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელი რაიმე მიზეზით ჯაზფესტივალზე წასვლას ვეღარ ახერხებს, ერთი კვირით ადრე, მას თიბისი დაზღვევა ბილეთის ღირებულების 100%-ს აუნაზღურებს.

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, 27-30 ივლისს ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტები ოთხი დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს CORY HENRY AND THE APOSTLES-ის კონცერტი გახსნის.

27 ივლისი, 19:00 – კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE APOSTLES;
28 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI;
29 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DE LA SOUL;
30 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE;
კლუბი TAKE5 – MF ROBOTS.

ფესტივალის წარმდგენი „თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსია“, ხოლო მხარდამჭერი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალს ორგანიზებას კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions) უწევს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობაში მსჯავრდებული ოქროპირიძის სახლში ე.წ მოლოტოვის კოქტეილის შეგდება სცადეს
შემდეგი სტატია,,სააკაშვილი პოექტების დაანონსებისას მინიმუმ მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას” – ხუხაშვილი