ჯაშუშობისათვის გასამართლებული მამაკაცი ციხიდან ქალი გამოვიდა

7 წლის უკან, WikiLeaks-ისთვის საიდუმლო სამხედრო მასალების გადაცემის გამო ამერიკელი სამართალდამცავების მიერ დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ბრედლი მენინგი, რომელსაც სასამართლომ 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 17 მაისს ციხიდან გამოვიდა… ოღონდ როგორც ჩელსი მენინგი, ანუ როგორც ქალი.
ბრედლი მენინგს, რომელმაც ქალად გადაკეთების პროცედურა ციხეში დაიწყო, 35 წლიანი სასჯელი აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეუმცირა… ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე, უკვე ჩელსი მენინგმა ინსტაგრამში თავისი პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნონა წოწორიას ძმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო
შემდეგი სტატიაამერიკული დაზვერვა რუს ჰაკერებთან დაკავშირებით განგაშს აცხადებს