ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი

ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ თავის ნაწილი საქმის გააკეთა.

„ვენეციის კომისიამ თავის ნაწილი საქმის გააკეთა. მან რეკომენდაციები მოგვცა, მოგვცა თავის ექსპერტული მოსაზრებები და ამ პოლიტიკური კინკლაობის გადატანა სტრასბურგსა თუ ვენეციაში და ბატონ ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. ჩემი აზრით, ზუსტად ამას ნიშნავდა მისი წერილი“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჯანი ბუკუკიოს განცხადებით, კონსტიტუციაზე კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზეა გამოგზავნილი.

15 ოპოზიციური პარტიის წერილი ვენეციის კომისიაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაიგზავნა.

banner
წინა სტატიაშიკინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება
შემდეგი სტატიაქართულ მედიაში ჩემი წერილის ინტერპრეტაცია მოხდა