ჯანელიძე მეორე მოადგილის კანდიდატურას არჩევს

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უწყებაში მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, მეორე მოადგილეობის კანდიდატის დასახელება არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ კონსულტაციები რამდენიმე პირთან მიმდინარეობს.

“მქონდა საუბარი დავით ზალკალიანთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიიღება პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემი წარდგინების საფუძველზე. ეს არის პროცედურა,” – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვები გზებზე: ზვავსაშიშროების გამო მლეთა-კობის მონაკვეთი ჩაიკეტა
შემდეგი სტატიამედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება