ჯანელიძე: ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლით ისარგებლა, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობა შეაფასა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეები საზღვრიდან მოაბრუნეს, თუმცა ეს საჭირო დოკუმენტაციის არქონით იყო გამოწვეული. “უარი საქართველოს მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობას ეთქვა. ეს უარი ძირითადად ეფუძნებოდა არასრულ დოკუმენტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ევროპაში გაემგზავრა, დაბრუნდეს სამშობლოში და საქართველომ გააგრძელოს ამ მნიშვნელოვანი შედეგის წარმატებით სარგებლობა,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პირველი ერთი თვის განმავლობაში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა. უკან მხოლოდ 26 მოქალაქის გამობრუნების შემთხვევა დაფიქსირდა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიყველაზე მძლავრი მიწისძვრის დრო და ადგილი დასახელდა
შემდეგი სტატიაპარლამენტი დღეს კონსტიტუციის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს