ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, სოზარ სუბარისა და დავით სერგეენკოს სამინისტროების გაერთიანების თაობაზე უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იყო ლაპარაკი.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიერთების საფუძველი სოციალური მიმართულებაა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირება იგეგმება.

მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს.

banner
წინა სტატიაში,,დავით კირკიტაძე რომ ჩამოვა და სამართლიანობაზე გვესაუბრება, დაქცეულია მაშინ ქვეყანა”
შემდეგი სტატიაპარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინა, რომელშიც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია