ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინით, 5 წლის შემდეგ C ჰეპატიტის არც ერთი შემთხვევა აღარ უნდა იყოს

5 წლის შემდეგ, საქართველოში C ჰეპატიტის არც ერთი შემთხვევა აღარ უნდა იყოს. ასეთია ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი პროგნოზი და ჯანდაცვის სისტემის მოლოდინი.

C ჰეპატიტის აღმოფხვრისა და მკურნალობის მართვის საკითხებზე მიმდინარე სიმპოზიუმზე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ერთის მხრივ მოხდა პაციენტების ჩართულობის ჯერადობის გაზრდა, მეორეს მხრივ მოხდება პროექტის მართვის და ადმინისტრირების გაძლიერება, რაც პროექტის წარმატებისათვის გადამწყვეტი იქნება.

“სასიხარულო და მნიშვნბელოვანი სიახლეა ის, რომ თუ ჩვენ, ძველი მოლაპარაკებით, წელსაც უნდა დაგვეტოვებინა კრიტერიუმები მაგალითად: ყველაზე მძიმე, მაღალი რისჯის ჯგუფის მქონე პაციენტი, ახლა მოგვეცა საშუალება, საერთოდ გავაუქმოთ კრიტერიუმები და მაქსიმალურმა რაოდენობამ მიიღოს მკურნალობა მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძიმისაა მისი მდგომარეობა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს სახელით სიღნაღში კენჭს ლევან ბეჟაშვილი იყრის
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა