ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში საგანგებო რეჟიმს აცხადებს

კოლუმბია: ზიკას ვირუსით ნახევარი მილიონი დაავადდებაჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, სწრაფა და გავრცელებადი ვირუსი ზიკა მსოფლიო მასშტაბის საშიშროებას წარმოადგენს და მსოფლიოში საგანგებო რეჟიმს აცხადებს – შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩენმა გააკეთა – წერს “როიტერი”.
მისი თქმით, სიტუაცია საერთაშორისო კოორდინირებულ რეაქციას საჭიროებს, რომლის გამოც საჭიროა ვაჭრობაზე და მგზავრობაზე შეზღუდვების დაწესება – განაცხადა ჩენმა.

საგანგებო რეჟიმის გამოცხადება სააგენტოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ურჩიეს. ადრე საერთაშორისო წრეებში უკვე გაისმა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ვირუსთან დაკავშირებით ოფიციალური სტრუქტურებისგან გადამწყვეტი რეაქცია იგვიანებდა.
აღინიშნება, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ვირუსის წინააღდეგ ვაქცინაზე იწყებს მუშაობას და პრიორიტეტად აცხადებს პრობლემაზე სამეცნიერო კვლევების ჩატარებას.

ზიკას ვირუსი პირველად უგანდაში 1947 წელს გამოჩნდა, მაგრამ დღევანდელ დღემდე ითვლებოდა, რომ ადამიანისთვის არ არის საშიში. 2015 წელს ის აფრიკადან აზიასა და სამხრეთ ამერიკაში მოხვდა, რომლის შემდეგაც სწრაფად გავრცელდა. დაავადება კოღოებს გადააქვთ.
დაავადება ტვინის ან ქალის მოცულობის შემცირებას იწვევს.
მიმდინარე მომენტში ვირუსი 21 ქვეყანაში მძვინვარებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კრუზს პირველ საარჩევნო კოკუსზე ვერ გაუსწრო
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეოთხე ფრაქციის შექმნა დაპირისპირების მიზეზი გახდა