ჯანდაცვის მინისტრი ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი თავს კარგად გრძნობს.

„გავრცელებულ, ასე ვთქვათ, ჭორზე ბატონმა ბიძინამაც და მისმა რამდენიმე ახლობელმაც განმარტება უკვე გააკეთეს. მათი თქმით, ეს რეალურად ჭორია. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მჯერა, რომ დიდი ხანი იქნება კარგად,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტემია დაადეს, მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით დაკავებულს არ აზიარებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ზურაბ ბუჩუკური პრეზიდენტის დაცვაშია