200 მილიონით ჯანდაცვის, 150 მილიონით კი განათლების დაფინანსება გაიზრდება – პრემიერი

ჯანდაცვის, განათლებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების დაფინანსება გაიზრდება, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით ჯანდაცვის დაფინანსება 200 მილიონით, განათლება 150 მილიონით, ხოლო რეგიონული განვითარება 300 მილიონით არის გაზრდილი.

„დაახლოებით 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსება. 150 მილიონ ლარამდე იზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, რაც როგორც პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, ასევე, პროფესიული ზრდის სქემის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდას და რეფორმით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მოხმარდება. 300 მლნ ლარით მეტია გათვალისწინებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში და დაფინანსება 1.3 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, ჩვენ ბევრად მეტი და რეკორდული რესურსის მობილიზებას ვგეგმავთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება – კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა