“იზორიას დანიშვნა ივანიშვილის უპატივცემულო დამოკიდებულებაზე მიუთითებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს თინა ხიდაშელის შემცვლელად ლევან იზორია დაასახელა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იზორიას დანიშვნას მწვავე შეფასება მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში:

„ჩვენ წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად სახელმწიფოში ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით და იზორიას დანიშვნა, ადამიანისა სუს-იდან ამ თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ და ზოგადად ვთვლით, რომ ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე საერთოდ არ ცვლის ვითარებას, ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ქარდავა ადასტურებს, რომ წალენჯიხა-ჩხოროწყუში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატია“ვინც „თავისუფალი დემოკრატების“ ღირებულებები თანამდებობაში გაცვალა, ამჟამინდელ ხელისუფლებაში დაწინაურდა”