იზორია წითელაშვილის საქმეზე – პირველადი მონაცემებით, იკვეთება რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით იკვეთება რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურისგან იყო წერილობითი მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავდაცვის უწყებამ დეტალურად გაუგზავნა ყველა ინფორმაცია.
”პროკურატურამ დაიწყო შესწავლა. თუ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას. ეს პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ და შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ ინფორმაციას.
პირველადი მონაცემებით, ასევე იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერდა, აქ იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა ვიდრე დანაშაული, მაგრამ ეს არის წინასწარი ინფორმაციის დონეზე. ამ ინფორმაციას გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება. თუ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იქნება, მაშინ ბუნებრივია პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია სამეგრელოს მაღალმთიანეთში ცხოველთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: ქართული ოცნება” პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული