იჟევსკში 9–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სააგენტო “ТАСС”–ის ცნობით, შენობის ერთ–ერთ სადაბაზოში ჩამოგრეულია ყველა სართული. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევა გამოიწვია გაზის აფეთქებამ. ჯერ–ჯერობით არ არის მონაცემები დაღუპულთა შესახებ. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო–სამძებრო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგუდაუთაში მამაკაცს სამი სახის იარაღიდან ესროლეს
შემდეგი სტატიასასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ ცნო