ივანკა ტრამპის აზრით მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგება არ არის ცუდი იდეა

ივანკა ტრამპმა განაცხადა, რომ მამამისის, დონალდ ტრამპის შეთავაზება სკოლის მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგების შესახებ “არ არის ცუდი იდეა” – ამის შესახებ independent-ი წერს. გადაცემაში “ექსკლუზიური ინტერვიუ” წამყვანის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ივანკა ტრამპი, როგორც სამი შვილის დედა, სკოლაში მასწავლებლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის დარიგებაზე, რომ მათ მოსწავლეების დაცვა შეძლონ, მან უპასუხა, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების შექმნა აუცილებელია. “გულწრფელად რომ გითხრათ არ ვიცი… მაგრამ ვფიქრობ, მასწავლებელი, რომელსაც იარაღი აქვს და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაძლებლობა, არ არის ცუდი იდეა, მაგრამ ეს არის ის იდეა, რომელზეც დისკუსია აუცილებელია” – თქვა ივანკა ტრამპმა.
მისმა კომენტარმა “ტვიტერში” არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

დისკუსია, მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგების შესახებ გამოიწვია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებამ, რომელიც მან 14 თებერვალს ერთ-ერთ ამერიკულ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ იარაღის აკრძალვის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა. ტრამპმა მაშინ თქვა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის კარგი იქნებოდა მასწავლებლების შეიარაღება.
14 თებერვლის თავდასხმის შედეგად სკოლის 17 მოსწავლე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიევროპაში დიდთოვლობაა (ფოტო)
შემდეგი სტატიაინდოეთში ტრუდოების ოჯახიდან ყველაზე მეტად უმცროსმა ვაჟმა იხალისა