ივანკა ტრამპი თეთრ სახლში მრჩევლად დაინიშნა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი თეთრი სახლის ოფიციალური თანამშრომელი გახდა. ის პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა – წერს “დოიჩე ველე”.
ივანკა ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ადრე ის ნებაყოფლობით ექვემდებარებოდა დაწესებულ ეთიკურ წესებს, ახლა კი მასზე იმოქმედებს ის წესები, რაც სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკებზე.
ოფიციალურად ივანკა ტრამპის თანამდებობას “პრეზიდენტის ასისტენტი” ქვია. რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი ტრამპის უფროს მრჩევლად დაინიშნა. მეუღლეებს თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტები აქვთ.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა
შემდეგი სტატია“პირველ არხზე GDS-ის, 20/30-ის დესანტი გადასხეს”