“ივანიშვილმა მისი ინტერესის გატარება მოსამართლეს ერთი მილიონი ლარით დაუფასა”- ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახთან სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფოსგან მილიონი ლარი მიიღო ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

უმცირესობა საკრებულოში პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხავს.

ოპოზიცია მოსამართლის ოჯახსა და ხელისუფლებას შორის აშკარა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

“თბილისის მერიის მხრიდან საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობის გაფლანგვასთან და ამ საკითხზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეორე მხარეს არის მოსამართლის ძმა, ძალიან დიდია და დასაბუთებულია ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის ჯილდო იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ის იღებდა რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ირაკლი აბესაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს.

“რატომ გაგიჟდა დედაქალაქის მერია და ივანიშვილის ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის აქ, ქალბატონი ნატო ნაზღაიძე რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე იყო, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს მოემსახურა და ამ ინტერესის გატარება ივანიშვილმა ერთი მილიონი ლარით დაუფასა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია13 წლიანი პატიმრობა ტრანსგენდერის მკვლელობისთვის-პროკურატურის განმარტება