ივანიშვილმა ხაზარაძე-გვარამია-კვირიკაშვილის ალიანსი დაიჯერა

„თაიმერის“ წყაროს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა საპროტესტო აქციები მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას ალიანსს დააბრალა.
„თქვენი ორგანიზებულიაო ამბობდა, რაშიც იგულისხმებოდა, რომ კვირიკაშვილიც მონაწილე იყო ამ აქციების აგორებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძემ ყველაფერი გაუკეთა ივანიშვილს და ხელი შეუწყო მისი რეჟიმის განმტკიცებას, იგი გახდა საშიში მისთვის. ანაკლიის პორტი გახდა ხაზარაძე -კვირიკაშვილის ამერიკული ფარი, თავისებური იმუნიტეტი“, – აცხადებს წყარო.
„თაიმერის“ წყარო ბიძინა ივანიშვილის პირად მიზნებზეც საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლება ისეთი პოლიტიკური ფიგურებით დააკომპლექტოს, რომლებიც გააუმჯობესებენ ამერიკასთან ურთიერთობას.
„ამერიკელების სანქციების ძალიან ეშინია ივანიშვილს. ამიტომ, უნდა ისეთი პრემიერი, რომელიც ამერიკელებთან წარმოაჩენს კარგად და გააუმჯობესებს მათთან ურთიერთობას. ასევე მას უნდა „პირადი“ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდეს. დიდი ხანია უნდოდა ჯანელიძის მოხსნა და მის ნაცვლად ამერიკაში ელჩის დავით ბაქრაძის დანიშვნა. ორი თვის წინ, როცა ჯერ კიდევ კულისებში იყო, მკაცრი კონსპირაციის ქვეშ შეხვდა დავით ბაქრაძეს.
უნდა ველოდეთ, რომ ის იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი“.
წყაროს მტკიცებით, საბანკო თემებზე ბახტაძის აქტიურობა, პირველ რიგში ხაზარაძის დასაშინებლად არის მიმართული.
„ეს უკვე პარანოიაა, ამბობენ ოცნებაში და შოკირებულნი არიან იმ დღის შეხვედრით. პირველად იხილეს უმწეო და შიშველი მეფე. კვირიკაშვილმა ფაქტობრივად სილა გააწნა. მას ამერიკელები უმაგრებენ ზურგს. ბახტაძის დროებით მთავრობას დიდი დრო არ უწერია“, – ამბობს წყარო.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილიც და ჯანელიძეც ათი თავით ჯობია იმათ ვის დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაერთი ადამიანი განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მთავრობა – ვაშინგტონში კვირიკაშვილის გადადგომას უარყოფითად აფასებენ