ივანიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და ალასანიას პარტია არის შავი სიზმარი

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

gvaramia nikaaივანიშვილისთვის ნაციონალური მოძრაობა და ალასანიას პარტია არის შავი სიზმარი“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციით გაკვირვებულია.

“ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს ძალიან გაკვირვებულია საზოგადოების რეაქციით, ეძებს განტევების ვაცს. ეს არ იყო მხოლოდ ალასანიას პარტიის წინააღმდეგ მიმართული, ივანიშვილისთვის ნაციონალური მოძრაობა და ალასანიას პარტია არის შავი სიზმარი. მას კიდევ ჰყავს ერთი ადამიანი დასასჯელი, რომელსაც მიიჩნევს ამბოხებულად, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ შესაძლოა მასზეც ვიხილოთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“ის, ვინც იძიებს და ვინც დანაშაულს სჩადის, არის ბარიკადების ერთ მხარეს, ამიტომ გამორიცხულია, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნას. ოღონდ, ეს ახლა, თორემ ეს საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე. თუ ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ სამუდამოდ არის ხელისუფლებაში, ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია და ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სწრაფად წავა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ყველა საქმე იქნება გამოძიებული ბოლომდე. მე ეს ყველაფერი არ მიკვირს. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქნებოდი ასეთი შანტაჟის მსხვერპლი. მე პირადად ბიძინა ივანიშვილი მაშანტაჟებდა, სხვების მეშვეობით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

banner
წინა სტატიაშიჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დედა ეხლა გამაგრდი ათჯერ ჩაისუნთქე და მომისმინეო
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია:”ნაციონალური მოძრაობის” დროს მსგავსი შინაარსის კადრები არასდროს გამოქვეყნებულა