ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია

gociridze

gociridze„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წარმომადგენელ რომან გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია.
„ეს მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას. მრავალი დამახინჯებებია სტატისტიკურ ციფრებში. არ არის სწორი მშპ-სთან მიმართებაში. იგივე ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებლები, ვალუტასთან დაკავშირებული რიცხვები და ა.შ. და მეორეს მხრივ იგი არ ასახავს დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რომლამდეც ამ ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა და მთელი მოსახლეობა მიიყვანა. ამიტომ, ამას შეიძლება უფრო მეტად ვუწოდოთ ილუზიები. სურვილები, რომელიც არ განხორციელდა. გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს თუ დავესესხებით ეს არის „ოცნებების სასაფლაო“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს სსხდომა იწყება
შემდეგი სტატიაყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო