ივანიშვილის იძულებითი გამოსვლა კულისებიდან არის ხელისუფლებაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის აღიარება

“იძულებითი გამოსვლა კულისებიდან არის ხელისუფლებაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის აღიარება. ახალი ფურცლიდან დაწყება მოინდომა: თითქოს არ ყოფილა სისხლით, ძალადობით და კორუფციით აღსავსე წლები.

ახლა პოლიტიკური აფერისტი შეეცდება მორყეული ხელისუფლების შენარჩუნებას ახალი დაპირებებით და ხალხის მოტყუებით. მას აქვს იმედი, რომ კიდევ ერთხელ შეძლებს ქართველების გაბრიყვებას.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
უბირი ყალთაბანდის გეგმების ჩაშლა და მისი დამარცხება დღეს მთავარი ეროვნული იდეაა”-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია
შემდეგი სტატიაზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს