ივანიშვილი : ,,თუ მესამე გზას ავირჩევთ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ხვედრი”

დღეს ევროპულ ქვეყნებს ვეჯიბრებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.ასეთ ეფექტს ვერცერთი მთავრობა ვერ მიიღებს. თუ პატრიარქის სიტყვებს მოვიშველიებთ, დიქტატურისკენ მივემართებოდით და უფსკრულისკენ,“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ იმდენად უარყოფიტი გავლენა მოახდინა ქვეყანაზე, რომ ,,ოცნების“ მოსვლის შემდეგ ნათელი გახდა ,,დიდი კონტრასტი“ და ახლა , სხვა ხელისუფლების მოსვლის სემთხვევასი ,,ეს კონტრასტი“ აღარ იქნება.

,,თუ მესამე გზას ავირჩევთ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ხვედრი და ახალი ხელისუფლება როდესაც მოვა ასეთ კონტრასტს ვერ მოახერხებენ.

მე არაფერს ვითხოვ ერთადერთი დღეა, რისი ვალდებულებაც გააჩნია ყველა მოქალაქეს, თუ არ მოხვალთ არჩევნებზე დღეს, გამოდის თქვენ არ იმსახურებთ არავითარ კრიტიკას და არავითარ მოთხოვნებს.

არავითარი უფლება არ გექნებატ, მორალურად ვამბობ, მოთხოვნების და არ გექნებათ უფლება აკრიტიკოთ ის ხელისუფლება, რომლის არჩევაში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ,“-აცხადებს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : პროკურატურის მუშაობა იდეალური არ არის და მისი მუშაობა უნდა დაიხვეწოს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ქონების დაცვის კუთხით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შედის