ივანიშვილი – მთავარი მაფიოზა ბანკირი საქართველოში

ბანკბანკებისა და ბანკირების მამხილებელი აქციების კვირეული დღეს დაგვირგვინდა მთავარი მაფიოზა ბანკირის – ივანიშვილის “ქართუ ბანკთან”.
“მთავარი ყაჩაღი, მაფიოზა ბანკირი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. მაშინ როდესაც, ლარის გაუფასურების შედეგად მოქალაქეებს პროცენტები და კრედიტები უძვირდებათ, ასევე ეზრდებათ ტარიფები და ფასები პროდუქტზე, ამ ნაძარცვი თანხებით პროპორციულად იზრდება “ქართუ ბანკის” ანგარიშები. ივანიშვილის ბანკის მოგებამ რეკორდულ – 1750 %-ს მიაღწია.”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
შემოდგომაზე ლეიბორისტული პარტია ხალხთან ერთად დაამარცხებს მილიარდელ-მილიონერების კრიმინალურ მმართველობას ქვეყანაში, ნაძარვცი ქონება კი დაუბრუნდება დაზარალებულ მოქალაქეებს.
ჩვენ გარდავქმნით მძარცველ ბანკებს ცივილურ საფინასო ინტიტუტად, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების კეთიდღეობასა და ბიზნნესის განვითარებას. – განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა
შემდეგი სტატია“მაესტრო 24”-ის მაუწყებლობის გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა “მაესტროდან” წავსულიყავი”