ივანიშვილი: მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი

“დღესაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნები ბრძოლობენ იმისთვის, რომ ქალი გახდეს პირველი პირი. ამერიკაში შეიძლება პირველი პრეცედენტი მოხდეს ახლა, არჩევნები მიდის. ამაყობენ სხვებიც. ამაზეც თუ გავიხსენებთ ისტორიას – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“, რუსთაველმა ეს როდის თქვა და თამარ მეფეც ამ პერიოდში უკვე გვყავდა პირველ პირად. ეს არის ჩვენი კულტურა. ჩემი აზრით, ჩვენი ყველაზე მეტი რესურსი სწორედ აქაა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი, რომ აქ ყველას, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ეცხოვრება. ეს არის ადამიანების ტოლერანტობის მაქსიმალური გამოვლინება. ჩვენ ტურიზმი გვინდა თუ ინვესტიციები, ამ მხირვ ამ რესურსს სჭირდება ძალიან კარგი ლობირება და გაცნობა ევროპისთვის. ევროპაში ვიქნებით უნიკალურები ამ მხრივ, თუმცა ევროპელები ტოლერანტობასაც და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. ”

banner
წინა სტატიაშიხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
შემდეგი სტატია,,მოვედი, დავალაგე, წავედი ! “- რა სტატუსით ხვდება ივანიშვილი მედიას?!