„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ციხისძირიდან ხეების გადარგვას აპროტესტებენ. ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირებებს არ უსრულებს და ხეების გადარგვით არის დაკავებული.
„ადრე თუ სამი ხის გადარგვა იყო დაგეგმილი, ახლა ორჯერ და სამჯერ მეტი ხე მიაქვს ივანიშვილს. ეს წინასაარჩევნო დაპირებებში არ იყო, თუმცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ ლარის გამყარების სანაცვლოდ, ის მოთხრიდა და გადარგავდა ხეს, ხალხი კი ამით იქნებოდა ბედნიერი. ივანიშვილი განაგრძობს ხეების გადარგვას, მოსახლეობა კი ისევ რთულ სოციალურ მდგომარეობაშია. ვაპროტესტებთ ხეების გადარგვას და სხვადასხვა სახის აქციას ვგეგმავთ“, – აღნიშნა რეზო ხარაზმა.
ბიძინა ივანიშვილისთვის აჭარიდან გურიაში გიგანუტი ხეების გადარგვის პროცესი განახლდა. ხის გადატანისთვის მოსამზადებელი სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ციხისძირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან 6 სხვადასხვა ჯიშის მცენარის გარადგვა იგეგმება.