ივანიშვილი კვირიკაშვილს აფასებს: აღფრთოვანებული ვარ მისით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს აქვს პერსპექტივა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს.

მისი თქმით, სწორედ არის საფუძველი რის გამოც, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეჩერდა.

„კვირიკაშვილის შერჩევაზე კონსულტაციები გუნდს ჩემთან არ გაუვლია, კონსულტაციები გაიარეს კვირიკაშვილთან. ვისი იდეა იყო, ეს ხაზგასასმელი ჩემგან არ იქნება. ჩემთვის პირადად კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო დიდი აღმოჩენა. მისი მინისტრობის მოკლე პერიოდში მან აჩვენა ის ნაწილი, რომელიც ამოუცნობი იყო ჩემთვის. ალბათ ისიც ძალიან კმაყოფილია. საოცარი ინფორმაცია მოდიოდა ევროპიდან და ამერიკიდან. ზოგადად გიორგისთან ხშირად მქონდა ურთიერთობა, მითუმეტეს როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო. ეკონომიკურ გუნდთან ახლო ურთიერთობა მქონდა. გიორგი რომ კარგი ფინანსისტი იყო ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი როგორი დიპლომატი იყო. აღფრთოვანებული ვარ მისით. ის, რომ მან მოკლე დროში დიპლომატიაშიც ბევრი წარმატება მიიღო, ეს გახდა საფუძველი, რომ არჩევანი მასზე შეჩერდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი და პოლიტიკური ლიდერი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პრემიერი იქნება. საკუთარ თავზეც ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დიდ ანგარიშს ვუწევ მორალს და საკუთარ მეს. ესეთი მოწესრიგებული კაცი, როგორიც კვირიკაშვილია, ბევრი არ ვიცი. ის საოცრად დაბალანსებული პიროვნებაა. ვფიქრობ, მას აქვს პერსპექტივა დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას. გიორგი რომ კარგი მენეჯერია ყველამ იცის. როგორ პოლიტკურ ლიდერი იქნება, ეს კითხვა რჩება ჩემთვის კითხვად. მგონია, რომ კარგი პოლიტიკური ლიდერი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითელავში სროლისას დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი გუნდის კორექტირებას ვერ ასცდება (+ვიდეო)