“ივანიშვილი და ,,ოცნება” ყველაფერს გააკეთებენ, რათა ,,რუსთავი2″-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს”

რუსთავი2-ის საქმეზე სასამართლოზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ნათელია, ივანიშვილი აპირებს რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეცვალოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ის, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქართული სამართალწარმოებისთვის უჩვეულოდ სწრაფად მიმდინარეობს, ის რომ რუსთავი 2-ის საქმე ქართულ კანონმდებლობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიმდინარეობს ნათლად მიანიშნებს, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ძალიან მყარი ნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის არის ძალაში და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში(ექსკლუზივი) გარემოს დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ისიც გამოსაძიებელია ქიბარ ხალვაშმა როგორ მიიღო ეს ტელევიზია