ივანიშვილი და ბეჟუაშვილი ტყიბულელი მეშახტეების წინააღმდეგ შეთანმებულად მოქმედებენ

magaroelebi aqciaტყიბულელი მეშახტეები გახდნენ ოლიგარქების შეთქმულების მსხვერპლი, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ გახმაურებულა. – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
“ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოს მესაკუთრეა ყველა მთავრობის ოლიგარქი – ბეჟუაშვილი, რომელმაც ქურდული წილის სახით, ივანიშვილს გადაუხადა ნახევარი მილიარდი დოლარი, სანაცვლოდ კი მიიღო სრული ხელშეუხებლობა და ტყიბულელი მეშახტეების მონური ექპლუატაციის უფლება. დღეს, კი მტაცებელი ოლიგარქების გარიგების შედეგად, კიდევ ერთხელ მოატყუეს და აიძულეს მეშახტეები დათანხმებოდნენ შრომის კაბალურ პირობებსა და დამამცირებელ ხელფასებს”.
ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად მოითხოვს, ივანიშვილ-ბეჟუაშვილმა უკან დააბრუნონ დატაცებული თანხები და ღირსეული ანაზღაურება გასცენ მეშახტეებზე, ასევე, ამ ადამიანებს დაუფარონ ყაჩაღური საბანკო-სასესხო პროცენტები.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ვითარებაა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ფარული წევრია