,,ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე – სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა”

ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ აირჩია და მასთან სტატუსთან დაკავშირებით სხვა განხილვა არ ყოფილა.

„ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პროგნოზი არის მცდარი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, შესაბამისად, ის ასრულებს ამ ფუნქციას და ამ სტატუსით მონაწილეობს გუნდთან ერთად კონსულტაციებში. სხვა განხილვა მის სტატუსთან დაკავშირებით არ ყოფილა“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია იმართება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენთვის ეფექტიანი საშუალებაა, რათა საქართველოს კონფლიქტის თემა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში