ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ აქვს და პარლამენტში მხოლოდ 10 დეპუტატს შეიყვანს. მისივე თქმით, ზუგდიდში ვერ მოიგებს ვერც სანდრა რულოვსი:
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიიდან საშუალოდ 10 დეპუტატს გაიყვანს, მაჟორიტარს კი, ვერსად ვერ მოიგებს. მათ შორის, არჩევნებს ზუგდიდში ვერც ის ქალბატონი მოიგებს და ეს ორჯერ-ორი ოთხია…
ვნახოთ, შეიძლება, თავისი სისულელეები აჩვენონ და მარგინალიზაციას გააგრძელებენ, არ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. კარგი იქნებოდა პარლამნეტში ხუთი კაცით იყვნენ წარმოდგენილი, ხალხს რომ არ დაავიწდეს“ განაცხადა ივანიშვილმა.