ელისო კილაძე: “ივანიშვილი არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ მომავალში”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

"ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის" _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან„პროცესები, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო, ლოგიკურია, რადგან კოალიცია იდეოლოგიური და ეფექტური გაერთიანება არ არის,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრის დროს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
მისივე თქმით, ვიდრე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო და პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ერეოდა, კოალიციის წევრები ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გამოხატვას ვერ ბედავდნენ.

ივანიშვილის დუმილი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ მომავალში, თუ რას აპირებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ანუ კოალიციამ არჩევნები შეიძლება, წააგოს. ფაქტია: უმრავლესობით რომ ვერ მოიგებს. არ გამოვრიცხავ, 2003 წლის სცენარი მივიღოთ, როცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ სამთავრობო ბლოკში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეკრიბა და ისინი ერთად ჩაირეცხნენ. მაშინ ერთადერთი, ვინც გარანტიები მიიღო, იყო თავად პრეზიდენტი შევარდნაძე. ვიდრე ივანიშვილი არაა გარკვეული თავის პოლიტიკურ მომავალში, იქნება პასიურ მდგომარეობაში,“ – მიიჩნევს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთმა უარი განაცხადა დღესასწაულზე ერდოღანის დაპატიჟებაზე
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს