ივანიშვილ-მამაცაშილის ორგანიზებით, იგეგემება აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზის გახსნა

gugavaლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ოლიგარქ ივანიშვილის ორგანიზებითა და მისი დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის კოორდინირებით, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზის გახსნის სამუშაოები.
დღესაც საქართველოში საიდუმლოდ იმყოფება რუსეთის რკინიგზის სპეც-ჯგუფი, რომელიც ამზადებს სარკინიგზო მაგისტრალს გახსნისათვის.
ამ პროექტის განხორცილება ჩვენი ქვეყნისათვის ნიშნავს უკანასკნელი ბერკეტის დაკარგვას აფხაზეთის დასაბრუნებლად, ხოლო ივანიშვილ-მამაცაშვილისათვის დამატებით მილიარდების შოვნას, ეროვნული ინტერესების გაყიდვის ხარჯზე.
ლეიბორისტული პარტია მიმართავს მთავრობას, გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შესახებ.

banner
წინა სტატიაში“კონკურენტებს არ ვეძებ პარტიებში”- ვის თვლის “რესპუბლიკელი” მინისტრი არჩევნებზე მთავარ კონკურენტად?
შემდეგი სტატიალადო პაპავა საქმიანობას ეკონომიკის და ბინზესის ფაკულტეტზე გააგრძელებს