იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას სთხოვენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა შოთა გეწაძემ გვენეტაძეს მიმართა, რომ გუშინ გალანძღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რაც ემსახურება სასამართლოს დისკრედიტაციას და ამასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან განცხადებები უნდა გაკეთდეს.
“ვისურვებდით, თუ განცხადებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით, არ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი, რაღაც პოზიცია, რაც თქვენ მიზანშეწონილად მიგაჩიათ, უნდა დაფიქსირდეს. წინა შემთხვევაში საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვდით რაიმე რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხებოდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს. იგივე ვითარება გვაქვს დღესაც, გაილანძღა უზენაესი სასასმართლოს მოსამართლე, თქვენი კოლეგა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, როგორც რიგით მოსამართლეს, რომ გააკეთოთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – მიმართა შოთა გეწაძემ ნინო გვენეტაძეს.
თავად ნინო გვენეტაძის თქმით კი, ის ამ განცხადებებს არ იცნობს, რადგან ბოლო დღეებია მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საკითხებით არის დაკავებული. მისივე თქმით, ლევან მურუსიძის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გაეცნობა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრებას ლევან მურუსიძე არ ესწრება.

banner
წინა სტატიაში” ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: როცა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი მოქალაქეების უსაფრთხოებაა