იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს. მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მის კანდიდატურას მხარი 253 მოსამართლემ დაუჭირა.

თამარ ონიანი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც საბჭომ უვადოდ 2017 წლის დეკემბერში გაამწესა.

თამარ ონიანთან ერთად მოსამართლე წევრობის კანდიდატად დასახელდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძე, თუმცა მან მოსამართლეთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძე შეცვალა, რომელოც ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა. მას საბჭოში მუშაობის საქმიანობა ვადაზე ადრე შეუწყდა, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა იუსტიციის მოსამართლე წევრი არჩევის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს