იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის საკითხზე დღეს იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის საკითხზე დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
„საბჭო განიხილავს, წარმოადგენს თუ არა ინტერესთა კონფლიქტს ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყოს. წინა შემთხვევაში, როდესაც ეს მოხდა, დაინერგა პრაქტიკა, რომ მან არ მიიღო მონაწილეობა სხვა კანდიდატებთან მიმართებაში საკონკურსო პოზიციებსა და კენჭისყრაში. ვნახოთ, დღეს როგორ გადაწყდება საკითხი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს